მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინულმა დრონმა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმა სცადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 13 აგვისტოს, დაახლოებით დილის 4 საათზე, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე შეტევა ისევ სცადა.

თუმცა, უწყების მტკიცებით, დრონი აღმოაჩინეს და ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე გაანადგურეს.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის რეგიონზე დრონით თავდასხმა 12 აგვისტოს საღამოსაც სცადეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button