სტიქია კახეთში – დატბორილი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები

სტიქია კახეთში. ძლიერი წვიმის შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში ათობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დაიტბორა, დახოცილია შინაური ფრინველი და განადგურებულია ერთწლიანი კულტურები.
მოსახლეობა კი ხელისფულებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამის მიზეზად სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობას ასახელებს.
ადგილზე მობილიზებულია კახეთის საგანგებო სიტუაციების სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებენ.
რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, უკვე შემნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის. დაზრალებულთა ბრალდებებს ყვარლის გამგეობაში გამოეხმაურნენ.