მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სტიქია კახეთში- ძლიერმა სეტყვამ მსხმოიარე ვენახები დააზიანა

ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ენისელში, საბუესა და ალმატში, ადგილობრივ მოსახლეობას დასაკრეფი ვენახები თითქმის სრულად გაუნადგურდა.

რამდენ მევენახეს მიადგა ზიანი, ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

სეტყვა მოვიდა თელავის მუნიციპალიტეტშიც. სტიქიის შედეგად დაზარალებულია გულგულის, შალაურისა და ვარდისუბნის მოსახლეობა.

ზარალის დამდგენმა კომისიებმა მუშაობას დღეს, დილიდან დაიწყეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button