მნიშვნელოვანირეგიონი
სტიქია კახეთში- სეტყვის შედეგად განადგურებულია ვენახი და სახნავ-სათესი მიწები

სტიქია კახეთში- ძლიერმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვისგან განადგურებულია სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, დაზიანებულია ასობით ჰექტარი ვენახი.
ქალაქ ყვარელში ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა და ავტომობილებით გადაადგილება შეაფერხა.
ამ წუთებში ადგილზე სახანძრო- სამაშველო ბრიგადები მუშაობენ და გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.
სტიქიის ზონაში მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.