მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი, პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 28 დეკემბერს პარლამენტის წინაშე გამოვიდა წლის დამაგვირგვინებელი სიტყვით და კანონმდებლებს უთხრა, რომ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის პირობებში მსოფლიო აღიარებს უკრაინის ერთიანობასა და სიმამაცეს.

უკრაინის ეროვნული ფერები “გაბედულების საერთაშორისო სიმბოლოა” – თქვა ზელენსკიმ გამოსვლაში, რომელიც საჰაერო თავდასხმის გამო ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.

“ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ კონტინენტზე, როცა ლურჯს და ყვითელს ხედავ, იცი, რომ საქმე ეხება თავისუფლებას, ხალხს, რომელიც არ დანებდა, რომელიც ფეხზე დადგა, რომელმაც მსოფლო გააერთიანა. და რომელიც გაიმარჯვებს” – თქვა მან.

ზელენსკის თქმით, ბრძოლის ველზე უკრაინის მიერ მოპოვებული წარმატებით მსოფლიომ დაინახა, რომ თავისუფლებამ შესაძლებელია გაიმარჯვოს. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის არმიას.

ზელენსკის გამოსვლას ესწრებოდნენ, მათ შორის, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, ვალერი ზალუჟნი, კაბინეტის წევრები, უცხოელი დიპლომატები, უკრაინის დაცემულ მცველთა ოჯახების წევრები.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა გასულ კვირაში ვაშინგტონში თავის ვიზიტზე – აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე და მის გამოსვლაზე კონგრესში. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აშშ-ის ხელისუფლებას და ხალხს, “უკრაინისთვის ისტორიული მხარდაჭერის” აღმოჩენისთვის, რომელიც ათობით მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებაში გამოიხატება – მას მერე, რაც რუსეთი 24 თებერვალს პროვოცირების გარეშე შეიჭრა უკრაინაში.

თავის გამოსვლაში ზელენსკიმ უკრაინის რეკონსტრუქციას უწოდა ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური პროექტი ევროპისთვის.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში 1800-ზე მეტი დასახლება უკვე გათავისუფლებულია რუსი ოკუპანტებისგან.

ზელენსკიმ ამის შესახებ უკრაინის უმაღლეს რადაში, სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, ვინც ეხმარება უკრაინელებს ბრძოლის ველზე რუსული ტირანიის დაძლევაში.

“ჩვენ უკვე მოვახერხეთ ოკუპანტისაგან უკრაინის 1800-ზე მეტი ქალაქისა და სოფლის გათავისუფლება…“ -აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, შეუძლებელი ჩანდა რომ უკრაინას “პატრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემები ექნებოდა.

“მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ეს არის განსაკუთრებული ნდობის ნიშანი უკრაინის მიმართ, ეს არის ნამდვილი ალიანსი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ამას მივაღწიეთ”, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

პოლიტიკური მნიშვნელობით, ეს კვირა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული მიმართვის დროს გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მიმდინარე კვირას ქვეყანამ საერთო გეგმა და მიზანი უნდა შეინარჩუნოს.
დღეს, 28 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას მიმართა და 2022 წლის შედეგები შეაჯამა. უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ დასავლეთს აღარ ეშინია რუსეთის ფედერაციის და უკრაინა გახდა თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი.

მსგავსი პოსტები

Back to top button