მნიშვნელოვანისიახლეები

რეანიმატოლოგთა ჯგუფს თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერის თქმით, შეიქმნება რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფი, რომელიც საქართველოს მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს.

რეანიმატოლოგთა ჯგუფს თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს.

„დღეს ჯანდაცვის სისტემა არის იმ მდგომარეობაში, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის ეს ტალღა ვმართოთ. ჩვენი მთავარი მიზანია, სტრუქტურა დავალაგოთ ისე, რომ სტაციონარში მივიდეს მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც სტაციონარი სჭირდება. როგორც კი ადამიანი ხვდება საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა მძიმეა ან კრიტიკული, მისი მართვა უკვე საერთო საქმეა, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ვთვლით, რომ რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფის გაკეთება იქნება სწორი. რა თქმა უნდა, კლინიკური ჯგუფის ის ცოდნა, რომელიც დაგროვილია, ყველამ უნდა გამოვიყენოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, კორონავირუსის პირველი ტალღის წარმატებას ჰყავდა თავისი გმირები და სახეები.

“ახლა ქვეყანა შედის მეორე ტალღაში, სადაც სხვა რიგის პრობლემები დგას და უნდა გაჩნდნენ ახალი გმირები, რომლებიც ამ ღირსეულ კოჰორტას უნდა შეემატონ”, – აღნიშნა პრემიერმა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10225 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5553 პაციენტი განიკურნა, ხოლო 66 გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button