მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სტიქია ლაგოდეხში

სტიქია ლაგოდეხში – დაიტბორა სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები.

უხვი ნალექის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალტეტის სოფლებში: ცოდნისკარში, ჰერესთისკარში და საქობოში დაიტბორა საცხოვრებლი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, გადაუღებელი წვიმის შედეგად წარმოქმნილი უხვი ნალექი გაუწმენდავმა სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, რამაც ტერიტორიების დატბორვა გამოწვია.

ამ დროისთვის, ლაგოდეხში ადიდებულია ყველა მთის მდინარე, განსაკუთრებით კი, „ნინოს ხევი“.

სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button