მნიშვნელოვანირეგიონი

სტიქია ლაგოდეხში-რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ლაგოდეხის რაიონი დააზარალა

სტიქია კახეთში- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დატბორილია საცხოვრებელი სახლები, გადახდილია სახურავები.

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ჭიაურსა და წითელგორში, სადაც ათობით საცხოვრებელი სახლია დატბორილი და გადახდილია სახურავები.
დააზიანებულია სასოფლო- სამეურნეო სავარგულები და სათბურები, ქარის შედეგად წაიქცა მრავალწლოვანი ხეები.
წვიმასთან თან ახლდა ძლიერი ქარი და სეტყვა.

ოცამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. დაისეტყვა სასოფლო სამეურნეო სავარგულები – საზამთროს და ნესვის ბაღები, ასევე სიმინდის ყანები.

ძლიერმა ქარმა წააქცია ელექტრო- გადამცემი ხაზები, შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება.

ამ დროისათვის დატბორილ სახლებში, სახანძრო- სამაშველო ბრიგადები მუშაობენ დატბორილი სახლებიდან წყალს ტუმბავენ.

ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა რომ სტიქიის ზონაში მუშაობენ სტიქიის შედეგების შემსწვავლელი კომისიის წევრები. “რიცა დაზუსტებული მონაცემები გვექნება, მერია დაეხმარება იმ ოჯახებს ვისაც ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა”, – აცხადებს იგი.

ჯერჯერობით, სტიქიით მიყენებული ზიანის ოდენობა უცნობია, ზარალის დამთვლელ კომისია ადგილზე ეცნობა ვითარებას.

მიმდინარე წლის განმავლობაში, ძლიერმა სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი უკვე მეოთხედ დააზარალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button