მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სტიქია ყვარელში

ძლიერი სეტყვა და ქარი იყო ყვარლის მუნიციპალიტეტში.

წინასწარი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, შილდა, საბუე და ალმატი დაისეტყვა. ძლიერმა ქარმა ყვარლის საავტომობილო გზაზე ხეები წააქცია. გზის გასაწმენდად, სამშველო სამსახურები მუშაობდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ უამინდობა, დაახლოებით, ოც წუთს გრძელდებოდა.

,,სეტყვა დაახლოებით, ოც წუთს გრძელდებოდა. ქროდა ქარიც. ვენახების 70-80 პროცენტი განადგურებულია.” – განუცხადა “კახეთის ხმას” სოფელ შილდის მკვიდრმა დავით დინგაშვილმა.

ვენახების გარდა, ყვარლის მუნიციპალიტეტში დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთებიც. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ქარმა ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე ხე მოგლიჯა, თუმცა ავტომობილებით გადაადგილება რამდენიმე წუთის განმავლობაში მხოლოდ ნაწილობრივ შეფერხდა.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას მერიის წარმომადგენლები სწავლობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button