მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სტიქია ყვარელში

სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტიც დააზარალა.

ყვარელში მდინარეები, დურუჯი და შოროხევი ადიდდა. ორ სოფელში, ბალღოჯიანსა და ახალსოფელში მდინარე შოროხევმა ჯებირი გაარღვია. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები და ფერმები.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ ადიდებული მდინარე დურუჯი ყვარლის ტერიტორიაზე არსებულ ვენახებსაც უქმნის საფრთხეს. ამ დროისთვის, დატბორილია ვენახების ნაწილი. მდინარეების კალაპოტის გასამაგრებლად, მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის მობილიზება.

დილიდან, სტიქიას ებრვიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც. დატბორილია სახლების პირველი სართულები, ბოსტნეულის სათბურები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. სოფელ კაბალში გზებიც დაზიანდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button