მნიშვნელოვანისაქართველო

სტიქიამ ლაგოდეხში 10-ზე მეტი სოფელი და 100-მდე ოჯახი დააზარალა

თითქმის 24 საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხუთი თემის ათზე მეტი სოფელი და 100-მდე ოჯახი დააზარალა. ამის შესახებ რადიო ,,ჰერეთს” ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ძირიდადად დატბორილია საცხოვებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები, სადაც მოსახლეობას ერთწლიანი კულტურები აქვს დათესილი.  მერის თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ინფრასტრუქტურული ზარალი არ არის.

ჯონდო მდივნიშვილი მოსახლეობის ბრალდებასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მოთხოვნის მიუხედავად, სანიაღვრე არხები არ გაწმენდილა და დატბორვაც ამან გამოიწვია.

„იმ მასშტაბის სტიქია იყო, რომ ვერანაირი არხი ამ ოდენობის წყალს ვერ გაატარებდა”, განაცხადა ლაგოდეხის მერმა და აღნიშნა, რომ სანიაღვრე არხების გაწმენდა მუდიმვად ხდება.

კითხვაზე, იეგეგმაბა თუ არა მოსახლეობისთვის მიყენებული ზინის ანაზღაურება, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, თუ
ინფრასტრუქტურული ზარალი იქნება, ამაზე მოგვანებით იმსჯელებენ. 

მსგავსი პოსტები

Back to top button