სტიქიამ ლაგოდეხში 500-მდე ოჯახი დააზარალა

სტიქიის შედეგად ლაგოდეხის 18 სოფელში 500-მდე ოჯახმა ინფრასტრუქტურული და სასოფლო სამეურნეო ზარალი მიიღო. ეს ინფორმაცია დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც რადიო „ჰერეთს“ საკრებულოს თავმჯდომარემ, გოდერძი ბარბაქაძემ განუცხადა, 20 აგვისტოს მოსულმა სეტყვამ ყველაზე მეტად სოფელი ბოლქვი დააზარალა. მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში სეტყვამ 200 ჰექტარი სახნავ-სათესი სავარგულები გაანადგურა.

უკვე ცნობილია, რომ ზარალის ანაზღაურებას ხელისუფლება მხოლოდ ინფრასტრუქტურის კუთხით გეგმავს. ბარბაქაძის თქმით, თვითმმართველობა დაზარალებულ ოჯახებს პოლიეთილენით დაეხმარება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მის შესაძენად 6 ათასი ლარი გამოიყო.

პოლიეთილენის ფურცლებით დროებით იმ საცხოვრებელი სახლების სახურავები დაიხურება, რომელიც სტიქიამ დააზიანა.

გოდერძი ბარბაქაძე – ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button