მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სტიქიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერი ქარის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, სახურავის გარეშე დარჩა.

შიდა საუბნო და ცენტრალურ გზებზე, ქარმა მრავალწლოვანი ხეები წააქცია და გზის სავალი ნაწილი ჩახერგა.
მუნიციპალიტეტში დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზებიც.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა სტიქიით დაზარალებულ ადგილებში, გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.

,,ბადიაური-ყანდაურის დამაკავშირებელ გზაზე, მანავსა და გიორგიწმინდაში მოძრაობა უკვე აღდგენილია. ამ ეტაპზე ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. ენერგოპროს საგარეჯოს სერვისცენტრის მობილური ჯგუფი გასულია დაზიანების ადგილზე და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები-” განაცხადეს მერიაში.

მერიაში შექმნილი ზარალის დამდგენი კომისია, სააღრიცხვო სამუშაოებს, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში, ხვალ, დილიდან დაიწყებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button