სტიქიამ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და ქარმა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა.

ქუთაისში, მდინარე ოღასკურის ადიდების შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ინტერვენციული მედიცინის ცენტრი, სავაჭრო ობიექტები, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და იუსტიციის სახლის შესასვლელი.

გურიის მხარეში ძლიერმა წვიმამ დააზარალა ქალაქი ოზურგეთი და დაბა ურეკი, სადაც დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები.

აჭარის რეგიონში საცხოვრებელი სახლები და გზები დაზიანდა ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში. უხვმა ნალექმა რამდენიმე მეწყრული კერა წარმოშვა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.

მეწყრის 7 კერა წარმოიშვა ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც.

თოვს მაღალმთიან ხულოსა და მესტიაში, სადაც თოვლის საფარი 10-დან 40 სანტიმეტრამდეა. უამინდობის გამო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შეფერხებულია ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგება და სატრანსპორტო მიმოსვლა.

22537996_2152352904776667_109373198_n

მსგავსი პოსტები

Back to top button