სტიქიის არამასშტაბური განვითარება მოსალოდნელია – განვითარების გრაფიკა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, 13 ივნისს, თბილისის სტიქიის განვითარების გრაფიკას ავრცელებს და აცხადებს, რომ მსგავსი მასშტაბის მოვლენა დღეის მდგომარეობით სტიქიური პროცესის არეალში არ ივარაუდება, თუმცა ადგილი ექნება პროცესების არამასშტაბურ გააქტიურებას.

“მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიასთან, წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესების განვითარებას.კერძოდ, მოწყდა დაახლოებით მილიონ მეტრ კუბამდე მყარი მასა, რამაც განაპირობა ღვარცოფული ნაკადის წარმოქნა, ნაკადმა დროებით ჩაკეტა მდინარე ვერეს ხეობა.ყოველივეს წინ უძღოდა უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა სეტყვისა და წვიმის სახით.შექმნილი ხანმოკლე წყალშეგუბების გარღვევას მოჰყვა მდინარე ვერეს ხეობაში წყლის დონის აწევა, ღვაროცოფული ნაკადის გავლა და ცალკეული ადგილების დატბორვა.დღეის მდგომარეობით სტიქიური პროცესის არეალში მსგავსი მასშტაბის მოვლენა არ ივარაუდება, თუმცა ადგილი ექნება პროცესების არამასშტაბურ გააქტიურებას.

მობილიზებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგების ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა სტიქიურ ადგილებში და აწარმოებენ პროცესების დეტალურ შესწავლას და აქტიურ მონაწილეობას იღებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდიაციისა და პრევენციის პროცესებში.” – ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე

ნახეთ გრაფიკა:

მსგავსი პოსტები

Back to top button