მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სტიქიის შემდეგ გურჯაანში გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

საგზაო და მუნიციპალური სერვისის კუთვნილი მძიმე ტექნიკით, ქვა- ღორღით გადავსებული გზების გაწმენდა მიმდინარეობს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხაბდამაშვილის განმარტებით, სტიქიით დაზიანებულ ადგილებზე მუშაობა ამ წუთებშიც გრძელდება.

” ტექნიკა ადგილზეა, გადავსებული სანიაღვრეებს ასუფთავებს და ჩამოტანილ ქვა- ღირღსაც მიაცილებდა გზიდან, რომ გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. როგორც იცით, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია და ხაზების აღსადგენად, ყველგან მუშაობენ” – განაცხადა ხანდამაშვილმა.

შეგახსენებთ, ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ კახეთში გურჯაანის, საგარეჯოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტების დააზარალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button