სტიქიის ზონაში ჩარჩენილები ვერტმფრენით გამოიყვანეს [VIDEO]

ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეები ვერტმფრენის საშუალებით გამოიყვანეს.

მდინარე ხობისწყლის ადიდების შედეგად, სოფელ ხაბუმეში სათევზაოდ წასული ორი პირი ტერიტორიიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

ჩხოროწყუს გამგებლის ინფორმაციით, მათ დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩხოროწყუში ბათუმიდან გაფრინდა.

ვიდეო  შსს-მ გაავრცელა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button