“სტიქიის ზონაში მანჰეტენის სახელობის პარკი არ გაშენდება”
თბილისის მერის მოადგილე ადასტურებს, რომ ვერეს ხეობაში პარკის მოწყობის იდეა განიხილება, თუმცა ამბობს, რომ რეკრეაციული ზონის სახელად “მანჰეტენი” არ განიხილება.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ცნობილია მხოლოდ საჯარო სივრცის მოწყობის რამდენიმე პროექტის არსებობის შესახებ.
“ადგილზე ორი პარკია, ზოოპარკის და მზიურის. ორივე აღდგება, მაგრამ როგორ, ეს ცნობილი ამ ეტაპზე არ არის. რეკრეაციას გავაშენებთ. გარკვეული ტერიტორიის მფლობელები კერძო მესაკუთრეები არიან და, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიის გამოსყიდვა მოხდება,” – აცხადებს დედაქალაქის მერის მოადგილე, დიმიტრი ქუმსიშვილი.
“რატომ მანჰეტენი, უამრავი კარგი სახელი არსებობს,” – აცხადებს ქუმსიშვილი.