რეგიონისიახლეები

22-24 ივნისს მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვარი გაიხსნება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება 22-დან 24 ივნისამდე ე.წ. ჰუმანიტარულ კორიდორს უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეებისა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების დასაბრუნებლად. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ენგურის ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გადასვლა შესაძლებელი იქნება 09:00-დან 19:00 საათამდე.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასული ყველა ადამიანი ვალდებული იქნება გაიაროს სამედიცინო-სანიტარული კონტროლი.

აფხაზურმა მხარემ ე.წ. საზღვარი მდინარე ენგურზე 1-ლი ივნისიდან ჩაკეტა.

მსგავსი პოსტები

Back to top button