მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სტიქიით დაზარალებულები ლაგოდეხის თვითმმართველობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ლაგოდეხში დახმარებას ითხოვს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათი მდგომაროებით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.

ლაგოდეხში წუხელ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა ასობით ოჯახი დააზარალა.

განადგურებულია ნათესები, მოგლეჯილია ხეები, ნაწილობრივ დაზიანებულია ინფრასტრუქტურა . მოსახლეობის ნაწილს საცხოვრებელ სახლში შეუვარდა მყარი ნალექი და დაუმტვრია ჭურჭელი.

ადგილობრივები რადიო ჰერეთთან აცხადებენ, რომ მსავსი სტიქია არ ახსოვთ.

დაზარალებული მოსახლეობა საბანკო ვალდებულებების გადავადებას ითხოვს.

მუნიციპალიტეტში სტიქიით მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button