მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სტიქიით დაზარალებულები ყვარელში უყურადღებობაზე ჩივიან

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ახალსოფლელები საკუთარ ვენახებთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებისთან შეხვედრა მოითხოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, 30 აპრილის საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ მათი ვენახები სრულად გაანადგურა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათთან ჯერ არ გამოჩენილან.

” ძლიერმა სეტყვამ ვენახები გაგვინადგურა. საბანკო ვალდებულებები გვაქვს, შხამ- ქიმიკატების ვალებს ცალკე ვიხდით, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავცვივდით. ადგილზე ჯერ არავინ მოსულა, თუ დახმარება არ გაგვიწიეს, ეს ვაზი მომავალი წლისთვის აღარ ივარგებს”- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

რა რაოდენობის ზარალი მიიღო მუნიციპალიტეტმა 30 აპრილის სტიქიის შემდეგ, ან რას გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის დასახმარებლად, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში, ამ საკითხებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button