მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სტიქიით დაზარალებული გურჯაანელები დახმარებას ითხოვენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და დღევანდელი სეტყვით მიყენებული ზიანის დადგენა და ანაზღაურება მოითხოვა.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე მყოფმა, კახეთის გუბერნატორმა განაცხადა, რომ შესაძლოა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას, მთავრობა დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენაში დაეხმაროს.

“დაზიანებული სახოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურის აღდგენაში შესაძლოა მთავრობა სარეზერვო ფონდიდან მოსახლეობას დაეხმაროს. ჩვენ დავითვალოთ ზარალს და შუამდგომლობით ცენტრალურ ხელისუფლებას მივმართავთ”- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

დღეს, 30 აპრილს გურჯაანში მოსულმა სტიქიამ კაჭრეთი, არაშენდა და ვეჯინი დააზარალა.სტიქიის შედეგად დაზიანებულია ერთწლოვანი კულტურები, ვენახები და საცხოვრებელი სახლების სახურავები.

კახეთში მეორე დღეა, მოსახლეობა სტიქიას ებრძვის. 29 აპრილის ღამეს მოსულმა სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზიანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button