სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას მიიღებს-კახეთის გუბერნატორი
“ზარალი მასშტაბურია, ამიტომ რეგიონის ხელმძღვანელობა დააყენებს შუამდგომლობას, მთავრობის წინაშე, რომ ამ ხალხს დავეხმაროთ”- ამის შესახებ სტიქიის ზონაში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ჩასულმა, კახეთის გუბერნატორმა განაცხადა.
ირაკლი შიოშვილის განმარტებით მოსახლეობა, რომელსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები დაუზიანა, შესაბამის დახმარებას მიიღებს.
” მოსახლეობას წუხელვე დავურიგეთ დროებითი გადახურვისათვის საჭირო ტენტები, რადგან განმეორებით ნალექი იყო მოსალოდნელი. ზარალი მასშტაბურია, ჩვენ შევქმენით სპეციალური შტაბი, სადაც საგარეჯოს, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებიდან, ვიღებთ ინფორმაციას.მხოლდ ახალსოფლიდან, ამ წუთისთვის სამოცზე მეტი განცხადებაა შემოსული. დღის ბოლოსთვის დაზიანებული სახლების რაოდენობა ზუსტად გვეცოდინება”- განაცხადა შიოშვილმა.
სტიქია კახეთში 6 ივნისის ღამე მოხდა. ძლიერმა ქარმა და წვიმამ, საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, ათზე მეტი სოფელი დააზარალა. ასზე მეტ საცხოვრებელ სახლს, გადახდილი აქვს სახურავები, წაქცეული და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.