სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ზარალს თავად ითვლის
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობა სტიქის შედეგად მიყენებულ ზარალს თავად ითვლის, რადგან შესაბამისი კომისია, რომელმაც ზარალის ოდენობა უნდა განსაზღვროს ადგილობრივ თვითმმართველობაში ამ დრომდე არ შექმნილა.
როგორც რადიო “ჰერეთს” გამგებლის წარმომადგენელმა აფენის თემში, გია გაფრინდაშვილმა განუცხადა, ადიდებული ალაზანი კალაპოტს დაუბრუნდა, თუმცა დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთები, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარებს.
საცხოვრებელი სახლებია დატბორილი სოფელ ლელიანშიც. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დროულ დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.