სტიუარდესამ თვითმფრინავის დასმა პილოტის მაგივრად შეძლო [Video]

გერმანული ავიაკომპანია TUIfly-ის სტიუარდესამ Boeing 737-800-ის შტურვალთან პილოტი შეცვალა, რომელიც უეცრად შეუძლოდ გახდა, – წერს გაზეთი Welt.
ინციდენტი 2016 წლის 11 ოქტომბერს მოხდა, მაგრამ მხოლოდ წელს, 2017 წლის 28 მარტს გახმაურდა.
Boeing 737-800 ჰანოვერიდან მაიორკის მიმართულებით ასრულებდა რეისს. როცა იგი საფრანგეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, ერთ-ერთ პილოტს არტერიული წნევა დაუქვეითდა და თავბრუსხვევა იგრძნო. მაშინ ბორტგამცილებელმა ქალბატონმა იგი შტურვალთან შეცვალა და მეორე პილოტთან ერთად თვითმფრინავი მაიორკაში უვნებლად დასვა.
გაზეთის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 190 მგზავრი იმყოფებოდა.