სპორტი

სტივენ ჯერარდი ასტონ ვილა მთავარი მწვრთნელი გახდა

ოფიციალურად სტივენ ჯერარდი ასტონ ვილას მთავარი მწვრთნელია.

ლივერპულის და ინგლისის ნაკრების ლეგენდარულმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. ხელშეკრულების პირობები არ საჯაროვდება,თუმცა კულუარებში საუბრობენ,რომ ის გუნდს 2,5 წლის განმავლობაში გაწვრთნის და ასტონ ვილას ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იქნება.

ჯერარდი ამ დრომდე გლაზგო რეინჯერსს თავკაცობდა. ასტონ ვილაში მისი გადასვლის საჭიროება მას შემდეგ გახდა,რაც რამდენიმე დღის წინ 50 წლის დინ სმიტი კლუბის დამრიგებლის პოზიციიდან გაათავისუფლეს

სტივენ ჯერარდმა მოქმედი ფეხბურთელის კარიერა 2016 წელს დაასრულა. მას შემდეგ ლივერპულის ასაკობრივ ჯგუფს წვრთნიდა.2018 წლიდან კი გლაზგო რეინჯერსი ჩაიბარა და 10 წლიანი პაუზის შემდეგ გუნდს ჩემპიონის სტატუსი დაუბრუნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button