სტივენ სიგალს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭეს [Video]

სტივენ სიგალი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა მიიღო, – ნათქვამია ბრძანებულებაში, რომელიც კრემლის საიტზე გამოქვეყნდა.

„მიენიჭოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა სტივენ ფრედერიკ სიგალს, რომელიც 1952 წლის 10 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა“, – ნათქვამია ბრძანებულებაში.
გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 89-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.
აღსანიშნავია, რომ სიგალი ასევე სერბიის მოქალაქეცაა.
სტივენ სიგალი – ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, მუსიკოსი, აიკიდოს ოსტატი და მწერალი, შერეულ ოჯახში დაიბადა. იგი მამით ებრაელია, ხოლო დედით – ირლანდიელი. მისი ბაბუა (მამის მხრიდან) ოჯახთან ერთად სანქტ-პეტერბურგიდან ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად.
2009 წელს „Russia.ru”-სთან ინტერვიუში სტივენ სიგალმა განაცხადა, რომ თავს რუსად გრძნობს.
„შემიძლია ვთქვა, რომ თვითონ მე — რუსი ვარ. რუსული ოჯახი მყავს, მე მიყვარს რუსეთი და მეამაყება, რუსი რომ ვარ. ნამდვილად მიყვარს ეს ქვეყანა და ხალხი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს“, – განაცხადა სიგალმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button