საქართველოსიახლეები

StopCov ფონდში 22 802 383 ლარი შეგროვდა

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ფონდში, რომელშიც თანხას ფიზიკური და იურიდიული პირები კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად რიცხავენ, 4 აპრილის მონაცემებით, 22 802 383 ლარი შეგროვდა.

ბიზნეს ომბუდსმენის ინფორმაციით, მათ შორის ყველაზე მსხვილი შემომწირველები არიან: მაგთიკომი, – 3 მლნ ლარი; კავკასუს ონლაინი, – 1 მლნ ლარი; „არ ემ ჯი“, – 1 მლნ ლარი; სილქნეტი, – 1 მლნ ლარი; ირაკლი გილაური, – 1 მლნ ლარი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, – 1 მლნ ლარი; სათამაშო ბიზნესის ასაცოციაცია (აჭარაბეთი, ევროპაბეთი, ლიდერბეთი, კრისტალბეთი, ბეთლაივი, კროკობეთი), – 1 მლნ ლარი.

ფონდში ფულის ჩარიცხვა ყველა მსურველს შეუძლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button