სტოქჰოლმის გარეუბანში აფეთქება მოხდა [Video]

ოფისში, რომელიც სტოქჰოლმის გარეუბნის საცხოვრებელ სახლშია განლაგებული, აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც შენობას ხანძარი გაუჩნდა, – გვაცნობებს ადგილობრივი პრესა.

როგორც ცნობილი გახდა, 20 მარტის საღამოს სახანძრო სამსახურს აცნობეს, რომ ოფისის შენობა იწვის. ადგილზე მისულმა მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება და მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია ოპერატიულად მოახერხეს.

წინასწარი მონაცემებით, დაზარალებულები არ არიან. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, აფეთქების შემდეგ შენობიდან რამდენიმე ადამიანი გაიქცა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ადამიანები ინციდენტთან კავშირში არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button