“სტრასბურგის გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია”

ვანო მერაბიშვილის საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელს უწოდებს.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას ჰყავს პასუხსიმგებელი პირები.

„სახელმწიფოსთვის ასეთ დამაზიანებელ გადაწყვეტილებას ჰყავს პასუხისმგებელი პირები სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს ამ პირების სამსახურებრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button