მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სტრასბურგის სასამართლომ საქართველო გამარჯვებულად გამოაცხადა

სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოაცხადა.

დიდმა პალატამ გადაწყვეტილება ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა.

სასამართლოს დიდი პალატის ამ გადაწყვეტილების შემდეგ,ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მოსახლეობის ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყება.

შეგახსენებთ,რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 400-ზე მეტი სამოქალაქო და სამხედრო პირი. ცხინვალის რეგიონიდან დევნილად იქცა 30 000-მდე ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button