მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას საქმე წარმოებაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაპატიმრების საქმე წარმოებაში მიიღო და საქართველოს მთავრობას სარჩელში აღნიშნულ საკითხებზე კითხვებიც გაუგზავნა.

ენმ-ს თავმჯდომარემ და მისმა ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი პირველ მარტს დაარეგისტრირეს.

შეგახსებნებთ, ნიკა მელია10 მაისს საპატიმროდან, ევროკავშირის მიერ გადახდილი 40 000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გამოვიდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე პოლიციამ 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button