მნიშვნელოვანირეგიონი

სწავლა განახლდა ლაგოდეხის ყველა სკოლაში

ლაგოდეხში 2020-2021 წლის სასწავლო პროცესი დაიწყო.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ლაგოდეხის ფილიალის ხელმძღვანელი მანანა ჩიკვაიძე რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ მუნიციპლიტეტის მასშტაბით მოქმედმა ყველა საჯარო სკოლამ დღეს სასწავლო პროცესი კლასებში განაახლა.

ჩიკვაიძის თქმით, საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვით მოქმედებდნენ, თითოეულს ჩაუტარდა აუცილებელი თერმოსკრინგი.ეკეთათ პირბადეები და იცავდნენ დისტანციას.

ჩიკვაიძე ჰერეთთან ამბობს, რომ ლაგოდეხის მუნიციპლაიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში 610 პირველკლასელი მივიდა.

მოუსმინეთ მანანა ჩიკვაიძის კომენტარს

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის საჯარო სკოლების გარდა,სასწავლო პროცესი კახეთის რეგიონში სრულად განახლდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონლაინ-სწავლების რეჟიმზე სკოლები 2020 წლის მარტის თვიდან,კორონავირუსის პანდემიის გამო გადავიდნენ.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button