მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სწავლების ჰიბრიდულ რეჟიმზე კახეთში კიდევ ერთი სკოლა გადავიდა

კორონა ვირუსის რამდენიმე შემთხვევის დაფიქსირების გამო, გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის რამდენიმე კლასი, დისტანციურად იმეცადინებს. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კოვიდ- 19- ით ინფიცირებულები მოსწავლეები არიან.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტში რამდენიმე.სკოლა და კლასი ონლაინ სწავლების რეჟიმში რჩება.

“ჩვენ ისე ვიქცევით, როგორ ეპიდემიოლოგები გვირჩევენ. სკოლაც გვყვას დისტანციურ რეჟიმზე და კლასებიც. სხვადასხვა დროს უწევთ, საკლასო ოთახებში დაბრუნება. მაგალითად,სოფელ ბაკურციხის სკოლამ სასწავლო პროცესი განაახლა”- განაცხადა მინდიაშვილმა.

სასწავლო პროცესი კახეთის საჯარო სკოლებში, 1 თებერვალს დაიწყო.

კორონა ვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, სწავლება დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს თელავის, ახმეტისა და ყვარლის საჯარო სკოლებშიც.

ბოლო 24 საათში, კახეთში კორონა ვირუსის 41 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, ყველაზე მეტი, 20 ფაქტი, კვლავ გურჯაანში დაფიქსირდა.

სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში კორონა ვირუსის 11 394 დადასტურებული შემთხვევაა. ინფიცირებულთაგან 10942 გამოჯანმრთელებული, ხოლო 111 გარდაცვლილია. გარდაცვალების ბოლო შემთხვევა, გუშინ, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში დაფიქსირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button