“სტუ”-ს პროფესორი მსოფლიოს ჩემპიონია

ბათუმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში ტრიატლსა და ბიატლში საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის 69 წლის პროფესორ ჰენრი კუპრაშვილის, როგორც ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი მონაწილის გამარჯვება.

12010712_1026546150713422_2655080948363572389_oბიატლში (სირბილი, ცურვა) პირადში ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო გუნდურში (ზურაბ ჯაფარიძე, ჰენრი კუპრაშვილი, სერგო ვოსკანიანი) ვერცხლის მედალი მოიპოვა. გამარჯვება ესპანელებს ხვდათ წილად. ტრიატლში (სროლა, ცურვა, სირბილი – 4 სერია) ჰენრი კუპრაშვილი გუნდურ შეჯიბრში, ასევე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებული იყო საქართველოს გუნდისთვის, რომლის შემადგენლობაში 44 წევრი იყო.

როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ ჰენრი კუპრაშვილმა განუცხადა, იგი კმაყოფილია როგორც ნაკრების წარმატებით, ასევე პირადი მიღწევით.

„საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. ყველა გუნდი კარგად იყო მომზადებული. სასიხარულოა ჩვენი ნაკრების წარმატება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვერდში გვედგა და მხარს გვიჭერდა“, – განაცხადა ჰენრი კუპრაშვილმა.

ბათუმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში 30 ქვეყნის 600-მდე სხვადასხვა ასაკის სპორტსმენი მონაწილეობდა.

თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაციის მიერ ორგანიზებული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში პირველად ჩატარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button