მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სტუდენტების აქცია განათლების სამინისტროსთან

სტუდენტები მეორე სემესტრის სწავლის საფასურის გადახდას ითხოვენ.

ორგანიზაცია „სტუდენტური ომბუდსმენის“ წევრები აცხადებენ, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხა, 127 მილიონ 700 ათასი ლარი ზოგადი და სკოლამდელი განათლების პროექტებს მოაკლდა; ასევე, უმაღლესი განათლების, პროფესიული განათლების სამეცნიერო კვლევებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც 2020 წელს იყო დაგეგმილი.

“სამინისტროებმა, ჯამში, 540 მილიონი ლარით შეამცირეს ბიუჯეტი, რამაც ყველაზე ცუდად იმოქმედა განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროზე, რადგან დაახლოებით, 128 მილიონ ლარამდე შემცირდა მისი ბიუჯეტი. ამის ფონზე, ბატონ მიხეილ ჩხენკელს ემსახურება 100 ათას ლარიანი ავტომობილი.” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

სტუდენტების განცხადებით, კარგი იქნებოდა თუ სამინისტრო სამივლინებო ხარჯებსაც გადახედავდა და ამ მიმართულებითაც გამოთავისუფლდებოდა თანხები, რომლის მეშვეობითაც სტუდენტების სწავლის საფასურის დაფარვა მოხდებოდა.

„ამ ჩამონათვალში ​ჩვენ ვერსად ვერ ვნახეთ მაგალითად, მივლინებების ხარჯების შემცირება, რომლებიც ლოგიკურია, პანდემიიდან გამომდინარე, აღარ იქნება. ვერ ვნახეთ ინფორმაცია სახელფასო თანხების შემცირებასთან დაკავშირებით. როდესაც მინისტრი გადაადგილდება 100 ათას ლარიანი ავტომობილით და სამინისტროს ამ ავტომობილის შენახვა ათასობით ლარი უჯდება, ასევე, სამინისტროს ბალანსზეა 46 ავტომობილი, რომლის ჯამური ღირებულება მილიარდ ლარზე მეტია, მივმართავთ განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან, მოიკლონ ხელფასები, დათმონ ავტომობილები და ამის ფონზე მოახდინონ განათლების ბიუჯეტის შემცირება.” – აცხადებს “სტუდენტური ომბუდსმენის” დამფუძნებელი თაკო მეტრეველი.

მოისმინეთ სტუდენტების, თაკო მეტრეველის და სალომე მაისურაძის ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button