მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტს ოპოზიცია პოზიტიურ მოვლენად აფასებს

ამერიკელი კონგრესმენების საქართველოში ვიზიტს ოპოზიცია ეხმაურება. მათი შეფასებით, ეს პოზიტიური მოვლენაა იმ ფონზე, როცა საქართველოს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან სახარბიელო იმიჯი არ აქვს.

“ნებისმიერი ასეთი ვიზიტი ბუნებრივია მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც გაუარესდა ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან და ამერიკასთან, ასეთი ვიზიტი შეიძლება იყოს კარგი საბაბი იმისთვის, რომ ეს სიტუაცია გავაუმჯობესოთ.

დარწმუნებული ვარ რომ ყველა პარტია ეცდება რაღაცნაირად ეს ვიზიტი გამოიყენოს, მაგრამ მე რამდენადაც ვუყურებ ეს უფრო საქმიანი ვიზიტია,” – აღნიშნა “გირჩის” წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

საქართველოში იმყოფება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრთა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან: ალექს მუნი, ბრაიან ჯორჯ სტილი, კელი მაიკლ არმსტრონგი, კეროლ დევინ მილერი და რონალდ ჯინ ესტესი.

ვიზიტი, ორგანიზებულია აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button