“სტუდია მაესტროს” ახალი დირექტორი ზურაბ ნაყეურია

შპს „სტუდია მაესტროს“ ახალი დირექტორი ზურაბ ნაყეურია. პარტნიორთა კრებამ 80%-ით 20%-ის წინააღმდეგ მხარი მის კანდიდატურას დაუჭირა.

როგორც პარტნირთა კრების დასრულების შემდეგ მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განაცხადა, სავარაუდოდ, ზურაბ ნაყეური დღესვე დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

გვენეტაძის ინფორმაციით, მაკა ასათიანმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას ნაყეურის დირექტორად დანიშვნის შესახებ. მისივე ინფორმაციით, ზურაბ ნაყეურმა ფინანსური პრობლემების მოგვარების გარკვეული გეგმა პარტნიორთა კრებაზე უკვე წარადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button