საქართველოში ინდური მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გადაღება დაიწყო

„გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ფილმის გადღება დაიწყო.

ახალი, ინდური მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმის “პსვ გარუდა ვეგას” გადაღებები დღეს დაიწყო. გადასაღებ მოედანს დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი და ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ანი კვარაცხელია ესტუმრა.

ინდური კომპანია ფილმის გადასაღებად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩავა. მათ შორის ბორჯომში, კახეთში, ჭიათურასა და ბათუში. თბილისში გადაღებები 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დედაქალაქის შემდეგ ფილმზე მუშაობა ბათუმში გაგრძელდება, მოგვიანებით კი ინდოელი სტუმრები კახეთს ესტუმრებიან.

რაც შეეხება ფილმის რეჟისორსა და მსახიობებს, ისინი მოხარულები არიან, რომ გადაღებები საქართველოში მიმდინარეობს. მათი განცხადებით, ქვეყანას კინოწარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია.
„მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საქართველოში 790 000 ლარი დაიხარჯება და გადაღებების პირველ ეტაპზე 20 მსახიობი დასაქმდება. პროგრამის ფარგლებში უკვე მიმდინარე პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამში 7 310 000 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო ადგილობრივად 650 ადამიანი დასაქმდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებაზე საქართველოში.

პროგრამის ,,გადაიღე საქართველოში“ 7 თვეა, რაც ამოქმედდა და პროექტის ფარგლებში ფილმი “პსვ გარუდა ვეგას” გადაღება რიგით მეხუთე პროექტია.

მსგავსი პოსტები

Back to top button