მსოფლიოსიახლეები

სუდანში ანტისამთავრობო აქციებზე 19 ადამიანი დაიღუპა

სუდანის ინფორმაციის მინისტრის, ბაშარ არურის განცხადებით 19 ადამიანი დაიღუპა და 397 დაშავდა მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს, რომელიც ერთი კვირა გრძელდებოდა. მათგან 178 სამართალდამცველი იყო.

მისი თქმით, სუდანი ინტერპოლს მიმართავს მოძრაობა „თაჰრირ ას-სუდანის“ ლიდერის დასაკავებლად, რომელიც ნგრევასა და ქაოსში მონაწილეობდა.

ადრე ორგანიზაცია Amnesty International-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიღუპა 37 ადამიანი.

სუდანის ზოგიერთ ქალაქში ამჟამად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. უკმაყოფილება მოსახლეობაში პურზე ფასის ზრდამ გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button