მნიშვნელოვანირეგიონი

სოფელ კარდენახში 18 წლის ახალგაზრდა ჩამომხრჩვალი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ხეზე ჩამოკიდებულ 18 წლის ახალგაზრდას თანასოფლელებმა სოფელში, ერთ- ერთი დაკეტილი სახლის ეზოში ორდღიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.

ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან საღამოს გავიდა, სოფლის მარკეტში პროდუქტი შეიძინა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.

მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე დგას საზამთროთი დატვირთული სატვირთო ავტომობილი, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნის.

რადიო თბილისთან სოფელში ამბობენ, რომ მამაკაცი ხილის ბიზნესით იყო დაკავებული და კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია და საგამოძიებო სამსახური, რომელიც მომხდარის დეტალებს სწავლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button