სუკის მწვადი და ხაშლამა – ლაგოდეხის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის საყვარელი კერძები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე, იმ კერძების ჩამონათვალია, რომელიც სავარაუდოდ მერს ჯონდო მდივნიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს კახა ჯამბურიას, ასევე აიპების თანამშრომლებს უყვართ.
ტურიზმის განყოფილების ბმულში მუნიციპალიტეტის გვერდი წერს, რომ ლაგოდეხში განსაკუთრებით პოპულარული სუკის მწვადი, ხაშლამა, ჩიხირთმა და ჩაქაფულია.
“დელიკატესად ითვლება სუკის მწვადი. მწვადი ძირითადად ვაზის ლერწზე იწვება, რაც მწვადს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ხორცს სპეციალურ ჩხირებზე-შამფურზე აგებენ, რისთვისაც ხშირად თხილის ხის ჯოხს გამოიყენებენ.” –წერს მუნიციპალიტეტის გვერდი.
მაგალითად, მხოლოდ 2013-2014 წლებში ლაგოდეხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 ათას ლარამდე დაიხარჯა თანამდებობის პირების გამოსაკვებად.
აუდიტის დასკვნაში ეწერა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნაყიდია: კონიაკი, შებოლილი ხორცი, ყავა, შოკოლადი, ზეთისხილი, თამბაქო და სხვა პროდუქტები. გარდა ამისა, რესტორანში გაუმასპინძლდნენ რეგიონის გამგებლებს, გუბერნატორს და დეპუტატებს.აუდიტის სამსახური მიუთითებდა, რომ არსებული პრობლემების ფონზე ბიუჯეტის თანხების კვებაში დახარჯვა არაგონივრულია და მისი გამოყენება სხვა მიმართულებით შეიძლებოდა.