მნიშვნელოვანი

,,ერთი კვირა დამჭირდა, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ არსებული ძალიან მძიმე სურათი დამენახა“, – არმაზ ახვლედიანი

,,ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივნის, არმაზ ახვლედიანის თქმით, პარტიული თანამდებობის დაკავებიდან ერთ კვირაში, უკვე დაინახა ,,ქართულ ოცნებაში“ არსებული მძიმე სურათი.

როგორც ახვლედიანმა რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილთან ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრა და მისგან სიტყვიერი მხარდაჭერაც მიუღია, ,,საქმით კი გაიმარჯვეს იმათ, რომლებმაც დაღუპეს ,,ქართული ოცნება“.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ,,ქართულ ოცნებას“ არ სურს დემოკრატიული განვითარება და ამან შეიყვანა პარტია ჩიხში.

,,პარტიის დემოკრატიული განვითარების შანსი არსებობდა. დღეს კი, ასეთი შანსი თითქმის აღარ არსებობს“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

მოისმინეთ არმაზ ახვლედიანის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button