მნიშვნელოვანიმსოფლიო

სულ მცირე 12 ადამიანი დაღუპა ნიუ იორკში

სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა ნიუ-იორკის ბრონქსის რაიონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ხუთსართულიანი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა.

ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, მძიმედ დაშავდა 4 ადამიანი.

ქალაქის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობდა 160-ზე მეტი მეხანძრე.

მსგავსი პოსტები

Back to top button