სუპერმოდელი ქეით მოსი თვითმფრინავის სალონიდან გააძევეს
სუპერმოდელი ქეით მოსი, რომელიც ბოდრუმიდან ლონდონის საერთაშორისო აეროპორტ ლუტონში ჩაფრინდა, პოლიციამ, როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი, თვითმფრინავის სალონიდან გაიყვანა.
თვითმხილველის თქმით, ქეითი სალონში არაყს მიირთმევდა და პილოტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თუმცა მგაზვრების ჩვენება ურთიერთგამომრიცხავია.
„ამ რეისით ვიფრინე. აურზაური არაფრის გამო ატეხეს. ბევრი მგზავრი უკმაყოფილო დარჩა ეკიპაჟის მუშაობით და ხალხთან მათი აგდებული დამოკიდებულობით, – აღნიშნა “ტვიტერის” პირად გვერდზე ერთ-ერთმა ქალბატონმა.
ქეთრინ (ქეით) ენ მოსი ბრიტანელი სუპერმოდელი, Forbes-ის მიხედვით,ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მოდელია მსოფლიოში.
მთელი თავისი კარიერის მანძილზე, ქეით მოსი სხვადასხვა მოდური სახლების ჩვენებებში მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ Gucci, Dolce & Gabbana, Louis Vuitton, Versace, Chanel, Missoni, Dior, Longchamp, David Yurman და ა.შ.