სუპერმოდელმა თაყვანისმცემელს დაარტყა [Photo/video]

მილანში მოდის კვირეულის ჩვენების შემდეგ სუპერმოდელმა ჯიჯი ჰადიდმა თაყვანისმცემელს სახეში იდაყვი ჩაარტყა. ახალგაზრდა კაცი მოდელს უკნიდან მიეპარა და ხელში აიყვანა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო The Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

გამოცემა გვაცნობებს, რომ აღნიშნული შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჯიჯიმ ბრენდ Max Mara-ს შოუ უკვე დატოვა და თაყვანისმცემლებთან ერთად სელფებს იღებდა.

ახალგაზრდა კაცი ჯიჯის უკნიდან მიეპარა, წელზე ხელები შემოხვია და ასწია. სუპერმოდელის რეაქციამ არ დააყოვნა – ქალიშვილმა აბეზარ თაყვანისმცემელს სახეში იდაყვი ჩაარტყა და გალანძღა.

ინციდენტში მოდელის პირადი დაცვა ჩაერია და იგი მანქანასთან მიიყვანა. თუმცა ქალიშვილი არ დაწყნარდა და დაცვას მოსთხოვა, აბეზარ თაყვანისმცემელს დადევნებოდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”42240″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button