სუპერთასის ტრანსლირება 200 ქვეყანაში განხორციელდება

უეფას ოფიციალურმა საიტმა იმ ქვეყნების და ტელევიზიების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 11 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გასამართი სუპერთასის ტრანსილირებას აწარმოებენ.

მატჩის ტრანსილირება დაახლოებით 200 ქვეყანაში იქნება.

უეფა მადლობას უხდის სამაუწყებლო პარტნიორებს იმისთვის, რომ გულშემატკივრები სუპერთასის შეხვედრას მთელი მსოფლიოს მასშტაბით იხილავენ.

სევილიასა და ბარსელონას სუპერთასის შეხვედრა 11 აგვისტოს, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button