რეგიონისაქართველოსიახლეები

სურამის მოსახლეობა ხეების გაჩეხვას აპროტესტებს

სურამთან ხეებს ჭრიან. ამის გამო ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს.

მათთან ხაშურის სატყეო უბნის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ კანონი არ ირღვევა.

როგორც ირკვევა, იმ ადგილზე, სადაც ხეები იჭრება, სამშენებლო კომპანიას დროებითი გზა გაჰყავს. დროებით გზას კომპანიის მუშები ახალი ავტობანის მშენებლობის პროცესში გამოიყენებენ.

სურამი-ჩუმათელეთის გზაზე ახალი ავტობანი შენდება. შესაბამისად, მშენებლებს ტექნიკის გადასაადგილებლად დროებით გზა დასჭირდათ.

ხაშურის სატყეო უბნის ხელმღვანელის განცხადებით, აღნიშნული ზონა დაცულ ტერიტორიას არ წარმოადგენს, ხოლო გარემოს უმნიშვნელო ზიანი ადგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button