ეკონომიკამნიშვნელოვანისიახლეები

სურსათის და უალკოჰოლო სასმელის ფასი ოქტომბერში 5.5%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8% შეადგინა, წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონე საქართველოში 0.8%-ია.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.0%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, რომელშიც ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით და წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ზეთი და ცხიმი – 17.3%
  • ყავა, ჩაი და კაკაო – 13.6%
  • თევზეული – 10.3%
  • პური და პურპროდუქტები – 7.8%
  • რძე, ყველი და კვერცხი – 6.0%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 4.5%
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 4.2%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები – 3.5%
  • ბოსტნეული და ბაღჩეული – 2.2%

მსგავსი პოსტები

Back to top button