მნიშვნელოვანისიახლეები

სუს-ის ინფორმაციით აღკვეთეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა

სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთა, რომლის შედეგად, ვებ გვერდზე www.president.ge განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა.

როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. უწყების გავრცელებული განცხადების მიხედვით, დამნაშავე ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთა, რომლის შედეგად ვებ გვერდზე www.president.ge განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

მიმდინარეობს ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები აღნიშნული ვებგვერდის სხვა მოწყვლადობებზე შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.” ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტზე რამდენიმე საათის წინ ჰაკერული თავდასხმა მოხდა. ინფორმაცია თავდაპირველად გავრცელდა ტელეგრამ-არხებით.

​სავარაუდოდ, თავდასხმა განხორციელდა რუსული ჰაკერული ჯგუფის მიერ. საიტზე შესულ ადამიანებს ხვდებოდათ წარწერა: “დაჰაკულია COZY BEAR-ის მიერ, დიდება რუსეთს”.

COZY BEAR-ი ჰაკერების რუსული ჯგუფია, რომელიც, დასავლური დაზვერვის სამსახურის ცნობით, ФСБ-ს ხელმძღვანელობით მოქმედებს.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებგვერდი დღეს დაჰაკეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button